NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში შეჭრის სეწყვეტას და გეგმავს, მომდევნო კვირებში მთლიანად კონცენტრირდეს დონბასის რეგიონის აღებაზე.
"ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული ჯარების მნიშვნელოვან გასვლას კიევის რეგიონიდან და გადაჯგუფებას, შეიარაღებას და იარაღით მომარაგებას, რათა ფოკუსი აღმოსავლეთზე გადაიტანონ.
მომდევნო კვირებში ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რათა სცადოს მთელი დონბასის აღება და შექმნას სახმელეთო ხიდი ოკუპირებულ ყირიმთან". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები უკრაინას კიდევ მიაწოდებენ იარაღს.